Saturday, May 3, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

   
       არა ერთი ტრენინგი გამივლია და ბოლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე. არც ეს დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ვღელავდი,  მინდოდა წარმომეჩინა ქალბატონ მაიას  შრომა. ვიცი რასაც ნიშნავს მოსწავლის წარმატება. მემგონი ეს შევძელი. ძალიან დიდ პატივს გცემთ მაია, ამიტომ არცერთი წუთი არ მენანება, რომელიც ამ ტრენინგს შევალიე.  დიდ მადლობას გიცხადებთ, გაიხარეთ. ყოველთვის წარმატებული მასწავლებელი ყოფილიყავით.
ჩემს მეგობრებს ვულოცავ წარმატებებს. გულწრფელად მიხარია მათი წინსვლა.
    მე კი შვეცდები ავტვირთო ის პრეზენტაცია, რომლითაც აუდიტორიის წინაშე წარვსდექი.

Friday, May 2, 2014

წარმატებები

       ეს კვირაც ჩათავდა. ხვალ ტრენინგის ბოლო დღეა. ბოლო და საინტერესო. ჩვენი მუშაობა უნდა შევაჯამოთ. შექმნილი პროექტების პრეზენტაციები უდა გავაკეთოთ.

წარმატებებს გისურვებთ ყველას.

Tuesday, April 29, 2014

სამშაბათ დღის რეფლექსია

                           ფიქრი, ფიქრი, .......................
             მასწავლებლის დავალების საპასუხოდ:


Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მერვე დღე

     კარგი დღე მქონდა დღეს. დილით დედათა მონასტერში მოვილოცეთ.
                            ყველას
       გილოცავთ კვირაცხოვლობას.

             ვისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს სწავლებისას.
            როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
              მეშვიდე მოდული საინტერესო აღმოჩნდა ყველასათვის. ძალიან მომეწონა ელექტრონული კითხვარების შედგენა.
                   

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

   განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება.
   გარდნერის მრავალმხრივ თეორიებზე ვიმუშავეთ და გავაკეთეთ პრეზენტაციები.
   შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.
       
        მომეწონა ძალიან და  ჩემს გვერდზე გამოვიტანე

   ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება.



Saturday, April 19, 2014

გ ი ლ ო ც ა ვ თ !

               ყველას გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

მრავალს დაესწარით გახარებულები და უფლის რწმენაში გაძლიერებულები!





Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

     ძალიან დავიღალე დღეს. ინტერნეტი შენელებულია ძალიან და ალბათ იმიტომ.

კიდევ ერთი თემატურად დატვირთული
დღე ჩაბარდა ისტორის . მემგონი ტრენერიც დავღალეთ, მაგრამ რა ვქნათ
მთლად ჩვენი ბრალი არ არის. როგორ გამომეხატა ჩემი მდგომარეობა ვფიქრობდი და გამოსავალიც ვიპოვე........ მიხვდებით.
                  დღეს რა ვისწავლეთ, შევეცდები გავიხსენო:

  •  ჯგუფებში განვიხილეთ საპროექტო თემის საკვანძო კითხვები, გავითვალისწინეთ ჯგუფის წევრების მიერ მოწოდებული იდეები;
  • განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი: პრეზენტაცია და ბროშურა; 
  • შევიტანეთ ჩასწორებები პროექტის გეგმაში;
  • განვიხილეთ ვიდეო მასალის ბლოგზე ატვირთვის საშუალებები;
  • პრეზენტაციის ატვირთვა slideboom.com გვერდის დახმარებით;......
                     ნახვამდის ქალბატონო მაია.