Saturday, May 3, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

   
       არა ერთი ტრენინგი გამივლია და ბოლო დღე ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე. არც ეს დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ვღელავდი,  მინდოდა წარმომეჩინა ქალბატონ მაიას  შრომა. ვიცი რასაც ნიშნავს მოსწავლის წარმატება. მემგონი ეს შევძელი. ძალიან დიდ პატივს გცემთ მაია, ამიტომ არცერთი წუთი არ მენანება, რომელიც ამ ტრენინგს შევალიე.  დიდ მადლობას გიცხადებთ, გაიხარეთ. ყოველთვის წარმატებული მასწავლებელი ყოფილიყავით.
ჩემს მეგობრებს ვულოცავ წარმატებებს. გულწრფელად მიხარია მათი წინსვლა.
    მე კი შვეცდები ავტვირთო ის პრეზენტაცია, რომლითაც აუდიტორიის წინაშე წარვსდექი.

Friday, May 2, 2014

წარმატებები

       ეს კვირაც ჩათავდა. ხვალ ტრენინგის ბოლო დღეა. ბოლო და საინტერესო. ჩვენი მუშაობა უნდა შევაჯამოთ. შექმნილი პროექტების პრეზენტაციები უდა გავაკეთოთ.

წარმატებებს გისურვებთ ყველას.