Tuesday, April 29, 2014

სამშაბათ დღის რეფლექსია

                           ფიქრი, ფიქრი, .......................
             მასწავლებლის დავალების საპასუხოდ:


Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მერვე დღე

     კარგი დღე მქონდა დღეს. დილით დედათა მონასტერში მოვილოცეთ.
                            ყველას
       გილოცავთ კვირაცხოვლობას.

             ვისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს სწავლებისას.
            როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
              მეშვიდე მოდული საინტერესო აღმოჩნდა ყველასათვის. ძალიან მომეწონა ელექტრონული კითხვარების შედგენა.
                   

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

   განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება.
   გარდნერის მრავალმხრივ თეორიებზე ვიმუშავეთ და გავაკეთეთ პრეზენტაციები.
   შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.
       
        მომეწონა ძალიან და  ჩემს გვერდზე გამოვიტანე

   ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება.



Saturday, April 19, 2014

გ ი ლ ო ც ა ვ თ !

               ყველას გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

მრავალს დაესწარით გახარებულები და უფლის რწმენაში გაძლიერებულები!





Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

     ძალიან დავიღალე დღეს. ინტერნეტი შენელებულია ძალიან და ალბათ იმიტომ.

კიდევ ერთი თემატურად დატვირთული
დღე ჩაბარდა ისტორის . მემგონი ტრენერიც დავღალეთ, მაგრამ რა ვქნათ
მთლად ჩვენი ბრალი არ არის. როგორ გამომეხატა ჩემი მდგომარეობა ვფიქრობდი და გამოსავალიც ვიპოვე........ მიხვდებით.
                  დღეს რა ვისწავლეთ, შევეცდები გავიხსენო:

  •  ჯგუფებში განვიხილეთ საპროექტო თემის საკვანძო კითხვები, გავითვალისწინეთ ჯგუფის წევრების მიერ მოწოდებული იდეები;
  • განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი: პრეზენტაცია და ბროშურა; 
  • შევიტანეთ ჩასწორებები პროექტის გეგმაში;
  • განვიხილეთ ვიდეო მასალის ბლოგზე ატვირთვის საშუალებები;
  • პრეზენტაციის ატვირთვა slideboom.com გვერდის დახმარებით;......
                     ნახვამდის ქალბატონო მაია.


Saturday, April 12, 2014

ბზობა - ბაიაობა


         ბზობის  ბრწყინვალე  დღესასწაულს  გილოცავთ  ყველას.  ღმერთი იყოს ჩვენი  და მთლიანად საქართველოს მფარველი. 

ტრენინგის მეხუთე დღე

       ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დღით. დილა სურპრიზით დაიწყო და ალბათ იმიტომ. ქალბატონმა მაიამ გვთხოვა
ელექტრონული ფოსტები გაგვეხსნა. თვალში მისი შეტყობინება მოგვხვდა ,,ქართული სამზარეულო". ჰოდა მივყევით ამ შეტყობინებას და drive.google-ზე მაიას ქართული ხინკლი დაგვხვდა. დილაუთენია ხინკალი, მართალი გითხრათ გამიკვირდა,  მაგრამ მერე რომ გვთხოვა ჩვენც ჩვენი საყვარელი კერძი დაგვეწერა მივხვდი რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ქალბატონ მაიას ნამდვილად გამოუვიდა. მოტივაციაც შექმნა და დრაივზე მუშაობაც გაგვახსენა. ერთად ვმუშაობდით ყველა თანაც, როგორი მონდომებით.....
                      მერე კი.............
  • ვისწავლეთ როგორ უნდა მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება ჩვენს პროექტში;
  • განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები, ვებსაიტების საავტორო უფლებები, მათი  კანონიერი გამოყენების შესაძლებლობები.
  • გავაუმჯობესეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმები.
                      კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

Wednesday, April 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

    შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ მინდა 1989 წლის 9 აპრილი გავიხსენო, რადგან კარგად მახსოვს ის დღე. დღე ტკივილიანი და დაუვიწყარი.
   1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველოში. 16 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს, შემდეგ კირამდენი დაიღუპა, რამდენი მოიწამლა

  1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა.
     ახლა კი ჩვენი ტრენინგის შესახებ. დატვირთული აღმოჩნდა ეს დღე.

  • განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები. 

  • კიდევ ერთხელ გავეცანით შეფასების მეთოდებს. 
  • განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. 
  • ვისწავლეთ ფაილების ინტეგრირება და ჰიპერბმულების გაკეთება. 
  • დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის კეთება. 
მივიღეთ საშინაო დავალება. 
                   მადლობა ქალბატონ მაიას ამ დღისთვის.

Saturday, April 5, 2014

ტრენინგის მესამე დღე

არაჩვეულებრივი დღე.

  • განვიხილეთ შექმნილი ბუკლეტები.
  • გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
  • პროექტის პორტფოლიო(დაუმთავრებელი) ავტვირთეთ ,,drive.google"-ზე.
  • გავიმეორეთ თუ როგორ ხდება ინფორმაციის გაზიარება ,,drive.google"-ის საშუალებით.
  • მივიღეთ საშინაო დავალება.

Thursday, April 3, 2014

ტრენინგის მეორე დღე

                                                   
     
  სამწუხაროდ ამ დღეს ტრენინგს ვერ დავესწარი.