Saturday, April 12, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

       ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დღით. დილა სურპრიზით დაიწყო და ალბათ იმიტომ. ქალბატონმა მაიამ გვთხოვა
ელექტრონული ფოსტები გაგვეხსნა. თვალში მისი შეტყობინება მოგვხვდა ,,ქართული სამზარეულო". ჰოდა მივყევით ამ შეტყობინებას და drive.google-ზე მაიას ქართული ხინკლი დაგვხვდა. დილაუთენია ხინკალი, მართალი გითხრათ გამიკვირდა,  მაგრამ მერე რომ გვთხოვა ჩვენც ჩვენი საყვარელი კერძი დაგვეწერა მივხვდი რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ქალბატონ მაიას ნამდვილად გამოუვიდა. მოტივაციაც შექმნა და დრაივზე მუშაობაც გაგვახსენა. ერთად ვმუშაობდით ყველა თანაც, როგორი მონდომებით.....
                      მერე კი.............
  • ვისწავლეთ როგორ უნდა მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ინტეგრირება ჩვენს პროექტში;
  • განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები, ვებსაიტების საავტორო უფლებები, მათი  კანონიერი გამოყენების შესაძლებლობები.
  • გავაუმჯობესეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმები.
                      კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

1 comment:

  1. გეთანხმები! ქალბატონი მაიას იდეამ გაგვახალისა და ეს დღე იმიტომაც იყო ასეთი ნაყოფიერი. ხალისით ვიმუშავე მოსწავლის პრეზენტაციაზე.საინტერესო საიტების მისამართები ცოდნა ნამდვილად გამოგვადგება, რათა არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.

    ReplyDelete