შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ მინდა 1989 წლის 9 აპრილი გავიხსენო, რადგან კარგად მახსოვს ის დღე. დღე ტკივილიანი და დაუვიწყარი.
1989 წლის 9 აპრილის
ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს
დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველოში. 16 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს, შემდეგ კი… რამდენი დაიღუპა, რამდენი მოიწამლა…
1991 წლის
9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა.
ახლა კი ჩვენი ტრენინგის შესახებ. დატვირთული აღმოჩნდა ეს დღე.
- განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები.
- კიდევ ერთხელ გავეცანით შეფასების მეთოდებს.
- განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
- ვისწავლეთ ფაილების ინტეგრირება და ჰიპერბმულების გაკეთება.
- დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის კეთება.
მივიღეთ საშინაო დავალება.
მადლობა ქალბატონ მაიას ამ დღისთვის.
კარგია რომ გაიხსენე 9 აპრილი . მეც მომეწონა სლაიდზე ფაილების მიბმა რომ ვისწავლე.
ReplyDeleteისე, ტრენინგზე ფეხზე წამომდგრებს წუთიერი დუმილით პატივი უნდა მიგვეგო 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისთვის. რატომ მაშინ ვერ მოვიფიქრე ეს გული მწყდება!
ReplyDeleteმადონა, გეთანხმები. მე ც უნდა მომეფიქრებინა ეგ. მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, ეგ აღარ გამხსენებია, სამწუხაროდ:(
ReplyDeleteგეთანხმებით, მართლაც უნდა გაგვეხსენებინა 9 აპრილი.
ReplyDeleteთითქოს ყველამ ვიცით 9აპრილი, სამწუხაროდ ხმამაღლა არავინ გავაჟღერეთ.
ReplyDeleteყოჩაღ, ნონა გახსენებისთვის.